მოკლე შინაარსი: ფილმი დელფინებზე ნადირობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ქალაქ ტაიჯის მოქალაქეები ყოველწლიურად აწყობენ.
მოკლე შინაარსი: შუა ზამთარში ახალგაზრდები იუტენჰემში გაემგზავრნენ სნოუბორდზე სასრიალოდ . უბედური შემთხვევის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა, როს გამოც ისინი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ... ახლომახლო არავინ ცხოვრობს, ტელეფონიც არ იჭერს ...
მოკლე შინაარსი: რიჩარდ მიურეი ჯერ ვერ შეეგუა ცოლის სიკვდილს და ცდილობს მწუხარება დასალევით გაანეიტრალოს. რაიონში საშინელი მკვლელობები ხდება. პოლიცია სერიულ მკვლელს ეძებს. ერთხელ რიჩარდი უცნაურ გზავნილს პოულობს - ეს დახმარების თხოვნაა...
მოკლე შინაარსი: კეტრინ მორლანდი – მხიარული და კონტაქტური გოგონაა, რომელიც გატაცებულია მისტიკით. თავის ფანტაზიას ის გოთიკურ რომანებში ძერწავს. საკურორტო ქალაქ ბატში ის ჰენრი ტილნის გაიცნობს, რომელიც შესთავაზებს ნორტენგერის სააბატო ძველი ადგილების დათვალიერებას... კეტრინი საიდუმლო ამბების მომსწრე ხდება. იდუმალებით მოცულ ადგილას ერთმანეთს მითი და რეალობა ენაცვლება...
მოკლე შინაარსი: ბარბარა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სტუდენტია. სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და საკმაოდ სექსუალურადაც გამოიყურება... მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, თავისი სისასტიკით ყველაზე სისხლიან სერიულ მკვლელსაც არ ჩამოუვარდება... და ერთხელაც ბარბარას შეუყვარდა, მისმა რჩეულმა კი გამოიგონა ხელსაწყო, რომელმაც ყველა მისი მსხვერპლი გააცოცხლა და ზომბად აქცია.
მოკლე შინაარსი: ფილმში მოთხრობილია დიადი ქვეყნის უკანსაკნელი იმპერატორის ისტორია. 1908 წელს ჩინეთის ტახტზე ავიდა 3 წლის პუ...
მოკლე შინაარსი: თქვენი ფანტაზიები რეალობა ხდება... #არასაბავშვო ფილმი#
მოკლე შინაარსი: სამხედრო სპეციალისტი დევიდ უოლფი, კარგად გაწვრთნილი ადამიანია, რომელიც უახლოეს აღმოსავლეთში ტერორისტის მოსაკლავად მიავლინეს. თავისი მისიის შესრულების დროს ის ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას აღმოაჩენს, რომელშიც მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან ჩართულნი...
მოკლე შინაარსი: როდესაც ბრუკლინში ავტობუსი ფეთქდება და ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიანი ტერორი იწყება, ხაბ ხაბატი, ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაური ბრძანებას მიიღებს, რომ დააკავოს დამნაშავეები. ელიზა კრაფტი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო აგენტია. ხაბი და ელიზა ერთიანდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა...
მოკლე შინაარსი:
მოკლე შინაარსი: შაჰიდ კაპური, სმიტა ჯაიკარი, აეშა ტაკია, ტუპილ ჯოში
მოკლე შინაარსი: ალექსანდრი და ტიმი - მეგობრები და თანაკლასელები არიან. ბიჭებს პრობლემები აქვთ. ალექსანდრი არცისე კარგად სწავლობს, ტიმს კი გოგონებთან არ უმართლებს. ტიმის დედა მუშაობს ფირმაში, რომელიც სათვალთვალო დაცვითი სისტემებით ვაჭრობს. ერთხელაც ის მივლინებაში მიდის და ალექსანდრის ოჯახში ტოვებს რამოდენიმე დღით... და ბიჭები გადაწყვიტავენ თავიანთი პრობლემები გადაჭრან. ისინი სკოლაში ტოტალურ თვალთვალს აწყობენ. ალექსანდრს მომავალი ტესტების ვარიანტების გაგება უნდა, ტიმს კი პირადი ცხოვრების მოწყობა...
მოკლე შინაარსი: მაშ ასე, ერემა ალიონუშკაზე ქორწინდება, შახი კი - მეფის ასულზე. მიიღებს თუ არა მეფის ასული ნავთობის შადრევნის მართვის უფლებას, მაშინვე „საფრენს" აწყობს. ხალიჩიანი გმირი მეფის ასულს ახალ მფრინავ მოწყობილობას პარავს... დაეშვებიან თუ არა მიწაზე შაჰი და გმირი, ისინი ადამინის მჭამელი ტომების გარემოცვაში ხვდებიან... ვსესლავა, ალიონუშკა, ერემა და მეფე მათ საძებრად მიემგზავრებიან. ვინ გადაარჩენს გმირებს?
მოკლე შინაარსი: ჯონ ლიშიცკი იყო ეჭვმიტანილი და მოსამართლემ ის დამნაშავედ სცნო და ციხეში ჩასვა. განთავისუფლებული ჯონი ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს მოსამართლეს, რომლის გამოც ის ციხეში აღმოჩნდა...
მოკლე შინაარსი: კანიბალების კლანის გაგრძელების მიზნით, კაციჭამიები ემი ჰალბარდს და კლერ კერის ბავშვს სტაცებენ...
მოკლე შინაარსი: ვირუსული ინფექციების სპეციალისტი ჩამოდის ქალაქში, რომლის მკვიდრნიც უცნობი გრიპის ეპიდემიით იტანჯებიან. ზოგიერთი მათგანი ანალიზის პასუხებამდე კვდება. ექიმი გაარკვევს, რომ დაავადებაზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს და ის შოკშია... არა და ამ ეპიდემიის უკან საშინელი საიდუმლო იმალება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივებმა იციან...
მოკლე შინაარსი: შესაძლებელია თუ არა თამაშმა შეცვალოს ქალის ცხოვრება? კორსიკის სასტუმროს თავმდაბალი მოახლე ელენი, ვერ წარმოიდგენდა, თუ სადამდე მიიყვანდა შემთხვევითი გატაცება ცნობილი სამაგიდო თამაშით...
მოკლე შინაარსი: მას შემდეგ, რაც ჯესი ჯეიმსი დაჭრეს, მისი დაჯგუფება დაიყო და ოთხი დღის შემდეგ, მიტოვებულ ქალაქ ჯილა უელსში შეხვედრას გეგმავენ. თუმცა, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, აღმოჩენენ, რომ მარშალი კეინი მათ ნამდვილ ხაფანგს უმზადებს...
მოკლე შინაარსი: თვრამეტი წლის ჯენი აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ ტროპიკულ კურორტზე, რომელზედაც მუშაობს, მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ მასტერსი ჩამოდის დასასვენებლად...
მოკლე შინაარსი: ფრანსუა წარმატებული ანტიკვარია. ის ქედმაღალი, ეგოცენტრული და... მარტოხელაა. კატრინი მისი ბიზნეს-პარტნიორია. ის სანაძლეოს სთავაზობს: თუ ფრანსუა შეძლებს მეგობრის პოვნას, მაშინ კატრინი მას ძალიან ძვირფას ბერძნულ ვაზას დაუთმობს. ახლა ფრანსუას მხოლოდ რამოდენიმე დღე აქვს იმისათვის, რომ კატრინს თავისი საუკეთესო მეგობარი წარუდგინოს...
მოკლე შინაარსი: ჩარლი ახალგაზრდა და მორიდებული კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ რაც ის დაეხმარება ახალგაზრდა ჯორდანს რთული, სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში ...
მოკლე შინაარსი: 1964 წელი. ირლანდია. სამი გოგონა მარიამ მაგდალინელის სახლეობის "კათოლიკურ ციხეში" ხვდება, რომელიც მათი მსგავსი "ცოდვილებისათვისაა" განკუთვნილი. როზამ ბავშვი უკანონოდ გააჩინა, მარგარეტი გააუპატიურეს, ბერნანდეტი კი ბიჭებთან ფლირტის გამო მოხვდა აქ. კანონი მსგავს ქმედებებს არ თვლის დანაშაულად, მაგრამ ეკლესია კი სხვაგვარად უდგება ამ საკითხს....
მოკლე შინაარსი: იოსიმი და მისი ხუთი წლის შვილი - იკუკო, მრავალბინიან სახლში ცხოვრობენ. მათ ბნელი წყალი მუდამ თან დასდევთ, რომელიც ხან ჭერიდან ჟონავს, ხან კედლებიდან... და პატარა წითელი ჩანთა, რომელიც გოგონამ ორი წლის უკან, უცნაურ გარემოებაში დაკარგა.
მოკლე შინაარსი: სკოლის სილამაზის დედოფალი - ბუთხუზა მეგი გადაწყვიტავს სხვადასხვა შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა, რათა მხარი დაუჭიროს სკოლის სხვა გარიყულებს... მაგრამ მას შემდეგ, რაც პოპულარული ხდება, ინდივიდუალურობას იძენს, სამაგიეროდ კი კარგავს იმას, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო...
მოკლე შინაარსი: ახალგაზრდა წყვილის ისტორია განშორების შემდეგ და გრძნობები, რომლებსაც ისინი ამ დროს განიცდიან. ძნელია წარსულის დავიწყება, განშორება კი ყოველთვის არის სიყვარულის ისტორიის ნაწილი...
მოკლე შინაარსი: იტალიურ ალპებში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკული მოსმენის ბაზა. ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ხანშიშესული ოფიცერი, დაღლილი კორუფციისგან და კორპორატიული ჩარევებისგან, მტრის მხარეზე გადადის, რათა მოაწყოს მსმენელთა მოსმენა...
მოკლე შინაარსი: სამი ახალგაზრდა, ციკრში მომუშავე გოგონას - ანას აუპატიურებს. ეს უკანასკნელი კი ცხენზე ჯირითისას კარაბინიდან გასროლილ ყველა ტყვიას ტყვიაში აჯენს. ანა იგებს, თუ სად მუშაობენ ეს ახალგაზრდები, დილით ადრე მიდის მათთან და სამივეს ესვრის... მხოლოდ ამის შემდეგ მიდის ექიმთან. ის კი აფრთხილებს, რომ თუ ახლავე არ დაწყვება საავადმყოფოში - მალე მოკვდება..
მოკლე შინაარსი: პიპა ლი - ქალი, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს - მშვენიერი და ხალისიანი დიასახლისი, არაჩვეულებრივი მეუღლე და მზრუნველი დედაა. ის ცნობილი გამომცემლის - ჰერბ ლის ცოლია, რომელიც 30 წლით უფროსია მასზე. მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. როდესაც ჰერბს ოთხმოცი წელი უსრულდება, ისინი ხმაურიანი ნიუ-იორკიდან, კონექტიკუტის ერთ-ერთ წყნარ ქალაქში გადადიან საცხოვრებლად... აქაურმა მდორე ცხოვრებამ ყველა შეიძლება ბედნიერი გახადოს, პიპა ლის გარდა... როგორც ირკვევა ის ყოველთვის სამაგალითო დიასახლისი როდი იყო... მას არც თუ ისე მშვიდი და ნათელი წარსული აქვს..
მოკლე შინაარსი: მას შემდეგ რაც რინოს საყვარელმა გოგონამ მას უღალატა ოთახის მეზობელთან , მან გადაწყვიტა არასოდეს აღარ გაეყო თავისი საცხოვრებელი ვინმესთან... მოულოდნელად ის მდიდარი ბაბუის გარდაცვალებას შეიტყობს, რომელმაც მას ჰოლივუდში მდგარ მდიდრულ სახლთან ერთად ვალებიც დაუტოვა. რინომ ვალების გასტუმრეის მიზნით გადაწყვიტა მდგმურები შემოუშვას სახლში და მას წარმოდგენაც კი არა აქვს თუ რა ელოდება ....
მოკლე შინაარსი: კინორომანი ”Love Comes Softly”-ს მესამე ნაწილი. სიუჟეტი ლა-ჰაიერების დამოუკიდებელი ოჯახის - შესახებ მოგვითხრობს.
მოკლე შინაარსი: ეს ამბავი ნებისმიერ თგვენთაგანს შეიძლება გადახდეს თავს, თუ თქვენ 18 წელი შეგისრულდათ.თუ თქვენმა მეგობრება პროფესიული არჩევანი უკვე გააკეთეს და შენ კიდე ჯერ არ იცი ვინ გამოხვიდე, თუ შენ უკვე დიდი ხანია არ ელაპარაკები მშობლებს... შენთვის მხოლოდ ერთი ფანჯარაა ღია მსოფლიოში – ეს არის კომპიუტერის მონიტორი. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყო, გაიჩინო ახალი მეგობრები, იპოვო ახალი სიყვარული... აქ ძლიერი და მამაცი ხარ... აქ შეგიძლია მოისმინო და თქვა სიმართლე... ეს ყველაფერია კარგია! მაგრამ, ადრე რომ გცოდნოდა , თუ როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი...
მოკლე შინაარსი: ყოფილი მწვრთნელი ფილდსი დიდ სპორტში ბრუნდება , უნივერსიტეტის ჩამორჩენილი გუნდის წვრთნას იწყებს და უიღბლოები სანატრელ წარმატებამდე მიყავს...
მოკლე შინაარსი: კოლეჯის საერთო საცხოვრებლის სამი მეზობელი შემთხვევით ნახევრადჩაცმული, მაცდუნებელი მოდელი გოგონების ავტობუსში ხვდება, რომლებიც მათ ლუდი-პონგუს ეროვნულ ტურნირზე წაიყვანენ. გზაში მათ უამრავი თავგადასავალი გადახდებათ თავს – ავტოსადგომზე კბილებამდე შეიარაღებული ლამაზმენებით დაწყებული პროფესიონალი სტრიპტიზის მოცეკვავეებით დასრულებული. ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლებელია, ისინი შეჯიბრის გამარჯვებულები არ გახდნენ. თუმცა, მათთვის ყველაზე მთავარია, მიიღონ სიამოვნება!
მოკლე შინაარსი: ეს ვიქტორიანული ჭკუისსასწავლებელი ისტორია გააფთრებულ მოხუც მამაკაცზე, რომელიც ერთი ღამის მანძილზე გადაიტანს განწმენდის გამოცდას... მისტერ სკრუჯი - ფინანსისტია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიმდიდრის შეგროვებაში გაატარა. მას სძულს ყველაფერი, ფულის გარდა, მეგობრობის, სიყვარულის და საშობაო დღესასწაულების ჩათვლით...
მოკლე შინაარსი: კოსმოსი - არის ადგილი სადაც შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან. იქ მოსახვედრად რამოდენიმე წლის მომზადებაა საჭირო... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ორ ფრანგს ძალიან გაუმართლა: მთავრობამ ჩაატარა ლატარიის გათამაშება, რომლითაც შესაძლებელი იყო კოსმოსში გამგზავრების ბილეთის მოგება...(V)